ზუგდიდი-ანაკლიის გზის 3,4-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია იწყება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელდება მასშტაბური ინრასტრუქტურული სამუშაოები.

„ვიწყებთ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას. საავტომობილო გზის 3,4-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ავარიული იყო, პრობლემას უქმნიდა როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებსაც. ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა საგზაო ინრასტრქუტურის მოწყობა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ზუგდიდში ერთროულად ამდენი გზა ეწყობა. დღეს დავიწყეთ ქალაქის 4 ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია. აქვე მინდა მივმართო მოქალაქეებს და ვთხოვო, სამუშოების გამო შექმნილ დისკომფორტს გაგებით მოეკიდონ”-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტი, მოეწყობა სანიაღვრე არხები. გათვალისწინებულია მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მიერთებების მოწყობა. ადგილზე მოეწყობა ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრების მოსაცდელები.

პარალელურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოების დროს დაზიანებული გზების რეაბილიტაცია.

იწყება მერაბ კოსტავას 2-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია.

ზუგდიდში წლის ბოლომდე 60 -მდე ქუჩა მოეწყობა.

სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები