“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ჭიათურაში მოზარდს კორონავირუსი დაუდსტურდა. სკოლის მოსწავლეს ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები 15 სექტემბერს გამოუვლინდა, რის შემდეგაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და კოვიდ-19 დაუდასტურდა .
“ჯეოჰოსპიტალსის” ხელმძღვანელის დავით ბიწაძის თქმით, მოზარდი ბათუმში იმყოფებოდა და ვირუსი მის შემთხვევაში მსუბუქი ფორმითაა.
“ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. პერსონალს და კლინიკაში მყოფ პირებს კი კორონავირუსზე გამოიკვლევენ.
ინფორმაცია”რეგიონულ კვირას” იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, პაციენტი საჩხერეშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.