ირაკლი ქადაგიშვილი კლინიკა “არქიმედეს” სამედიცინო პერსონალს შეხვდა

თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეს ლაგოდეხის ,,არქიმედეს კლინიკის“ მედ-პერსონალს შეხვდა.
ირაკლი ქადაგიშვილმა კლინიკის წარმომადგენლებს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმეზე ისაუბრა.
მედიცინის მუშაკებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და საჭიროებების შესახებ ყურადღება გაამახვილეს.
მმართველი გუნდის წარმომადგენლის თქმით, ჯანდაცვის მიმართულება ,,ქართული ოცნების“ ერთ ერთი პრიოიტეტული საკითხია, რომელიც მეტ ყურადღებას მოითხოვს.
ირაკლი ქადაგიშვილმა მიმდინარე ვირუსის პერიოდში აქტიურად მუშაობისათვის მედ-პერსონალს მადლობა გადაუხადა.
,,ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ აქ ფუნქციონირებს ცხელების ცენტრი და მთელი ამ კოვიდ ეპიდემიის პირობებში, ცხელების ცენტრი ატიურად მუშაობდა.
სამედიცინო მიმართულება და ჯანდაცვა ჩვენი ხელისუფლებისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი და მიმართულება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელმაც უამრავი ადამიანი გადაარჩინა იმიტომ, რომ მათ ოპერაციების გაკეთების საშუალება მიეცათ სხვადასხვა სამედიცინო პროგრამებით“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები