ლაგოდეხში კორონავირუსი სკოლის მოსწავლეს დაუდგინდა. დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით,
მოსწავლის ინფიცირების წყარო, ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია.
როგორც ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, 20 წლის არასრულწლოვანი თავის ოჯახის 3 წევრთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და სკოლაში არ უვლია.
” ბავშვი დაბადებული 2006 წელს, თავის ოჯახის 3 წევრთან ერთად 13 სექტემბრიდან იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ამიტომ მას სკოლაში არ უვლია. მასთან ერთად გატესტილი მისი ოჯახის წევრების კვლევის შედეგები უარყოფითია. თვითიზოლაციაში გადაყვანამდე 1 დღით ადრე ბავშვი იმყოფებოდა მეგობრის დაბადების დღეზე, რომლის მონაწილეები უკვე იდენტიფიცირებულია,”- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
დაინფიცირებულის კონტაქტებიდან 7 მათგანის ნიმუში აღებულია და გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში.