ქუთაისში რკინიგზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცი რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავესბული. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კლინიკის დირექტორის, ირაკლი გოგინავას თქმით, მას დაზიანება კიდურებზე აქვს მიღებული და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
“შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ტარდება კვლევები. დაზიანებულია კიდურის სხვადასხვა ნაწილი, არის მოტეხილობები და დამწვრობა. გაეწია პირველადი დახმარება. არის სტაბილური, პარამეტრები ექვემდებარება მართვას. დაჭირდება ქირურგიული ჩარევა”, – განაცხადა ირაკლი გოგინავამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქუთაისის რკინიგზაზე მოკლე ჩართვა მოხდა, რის შედეგადაც ორ მუშას დენმა დაარტყა და ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. კიდევ ერთი მუშა კი დაშავდა.