შეკვეთილში კორონავირუსსა და C ჰეპატიტზე ტესტირებები უფასოდ ჩატარდება

შეკვეთილში, კორონავირუსის და C ჰეპატიტის ნიმუშების აღება დღეს, სამი საათის განმავლობაში უფასო იქნება. კვლევებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ლაბორატორია ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას გურიის განყოფილების თანამშრომელი, ნონა კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“დღეს, 17 სექტემბერს, 5 საათიდან 8 საათამდე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილება შეკვეთილში მუსიკალური პარკის შესასვლელთან მოწყობილ სიცრცეში უფასოდ ჩაატარებს COVID-19 და С- ჰეპატიტზე ნიმუშების აღებასა და შემდგომ კვლევას სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში”, – ნათქვამია გამცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები