ქუთაისში, დენის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ელექტროგადამცემ ბოძებზე ხაზები გადაყავდათ, რა დროსაც, დენმა დაარტყათ. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულები რკინიგზის თანამშრომლები არიან.
ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.