ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში ბაღი აშენდება

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდანა აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 542 678 ლარია.
ამჟამად საბავშვო ბაღი ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული, რომელიც ამორტიზებულია. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები