უფლისციხეში აირის კომპრესორის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ბუნებრივი აირის კომპრესორი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთ-ერთი 17 წლის მოზარდია.
როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, დაშავებულები სასწაფო სამედიცინო ბრიგადების მიერ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ – კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები