ირაკლი ქადაგიშვილი: ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატს დღეს ვიზიტი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ლაფანყურსა და ნაფარეულში ჰქონდა.

ქადაგიშვილმა აღნიშნული სოფლების მოსახლეობისგან პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მმართველი გუნდის წამომადგენელმა ადგილობრივებს განხორციელებული პროექტების სესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმებიც გააცნო. ადგილობრივები რთვლის მიმდინარეობის პროცესს და ყურძნის ჩაბარების საკითხსაც შეეხნენ და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.  აღნიშნული სოფლის წარმომადგენლების პრობლემა ძირითადად სასმელ წყალს და სარეაბილიტაციო საკითხებს უკავშირდებოდა.

,,ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ამჯერად ლაფანყურის და ნაფარეულის მოსახლეობას შევხვდით.
რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც გაკეთდა და იმ სამომავლო გეგმებზე და გამოწვევებზე, რაც ბუნებრივია, თითოეულ სოფლელს გააჩნია”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები