ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული გზით 350 ოჯახი ისარგებლებს
ქობულეთში, სოფელ კვირიკეს მეურნეობის და ბობოყვათში კვირიკაული-კონცელიძეების მიმართულებით ასფალტბეტონის საფარი მოეწყო. ორივე მიმართულებით 3 777 გრძივ მეტრ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარი დაიგო. პროექტის ფარგლებში ასევე სხვადასხვა ტიპის ხელოვნური ნაგებობა მოეწყო. რეაბილიტირებული გზით 350 ოჯახი ისარგებლებს.
სამუშაოები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა.