პროკურორი: ბაჩალიაშვილების ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება ტარდება
სამხარაულის ექსპერტიზასთან შეთანმებით ტარდება ნიმუშის აღება, რაც დაეხმარება სამხარაულის ექსპერტიზას, მწერების აღმოჩენიდან რა პერიოდია გასული გაჩენიდან აღმოჩენამდე. ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ რუსთავის სამხარეო პოლიციასთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახს აქვს პრეტენზია და გამოთქვა გარკვეული შენიშვნები გარდაცვალების დროსთან დაკავშირებით. სამხარაულის ექსპერტიზასთან შეთანმებით, ტარდება ნიმუშის აღება, რაც დაეხმარება სამხარაულის ექსპერტიზას, მწერების აღმოჩენიდან რა პერიოდია გასული, გაჩენიდან აღმოჩენამდე. ამავდროულად, რამდენად შეიცავს იმ მედიკამენტებს, რაც აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე. ამ ყველაფრის მომართვის მიზნით, ასევე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომართვის საფუძველზე და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვატარებთ დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს
რადგან ოჯახს აქვს პრეტენზია გარდაცვალების დროსთან დაკავშირებით აუცილებელია რომ მწერებთან მიმართებაში დაისვას ეს შეკითხვა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ექსპერტიზაზეა დამოკიდებული რამდენად შეძლებს ამაზე პასუხის გაცემას, მაგრამ ამოღებული უნდა იქნეს ყველა ის ნიმუში, რაც დაეხმარება პასუხის გაცემაში“,- აცხადებს ვეფხვაძე.