ბათუმის სამშობიარო სახლს კორონავირუსით დაინფიცირებული ოთხი ორსული დაემატა
ბათუმის სამშობიარო სახლს კორონავირუსით დაინფიცირებული 4 ორსული დაემატა. მათ შორის ერთი 38 კვირის ორსულია. მედიკოსების თქმით, ყველა პაციენტის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მათი ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სამშობიარო სახლს სულ 30 კოვიდინფიცირებული პაციენტის მიღება შეუძლია. მკურნალობის კურსს ამ ეტაპზე გადის 12 პაციენტი.