ეკატერინე ტიკარაძე: იკვეთება კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა ეს არ არის დამშვიდების საფუძველი

აჭარაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ეკატერინე ტოკარაზემ აჭარაში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გუშინდელთან შედარებით შეინიშნება კლების ტენდენცია, თუმცა, საჭიროა დაფიქსირდეს შვიდდღიანი კლების ციკლი.

„იკვეთება კლება რიცხვებში, მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი, ეპიდემიოლოგებს, იმისათვის, რომ მათ განსაზღვრონ თუ რა ეპიდვითარებაა ქვეყანაში, ესაჭიროებათ სულ მცირე შვიდდღიანი კლების ციკლი.
სიტუაცია ამ დროისათვის კონტროლირებადია იმ მხრივ, რომ ეპიდემიოლოგები ეფექტურად მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები