ხობში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ხობის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ქალაქ ხობში სპეციალური ხსნარით დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიას. სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
სადეზინფექციო სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.