კახეთში კოვიდინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთში კოვიდ 19- ით ინფიცირებულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. რეგიონიდან ბოლო 24 საათში, თბილისში 1248 ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა და ტესტირების პასუხებიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ დავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
,,ორმოცწლამდე მამაკაცმა ცხელებით გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალს” გუშინ მიმართა, სადაც მას კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდგინდა. მამაკაცი ლაგოდეხიდანაა და აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. აქამდე არსებულ 28 შემთხვევას დღეს კიდევ ერთი დაემატა და ინფიცირებულთა მაჩვენებელი ასეთია: ლაგოდეხში -7, სიღნაღში- 2, მატანში -13 და ველისციხეში-2 შემთხვევა”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ახალი შემთხვევის კონტაქტების დასადგენად ლაგოდეხში ეპიდემიოლოგების ჯგუფი მუშაობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები