ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, გორკის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერა.
ამ ეტაპზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი 34 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. წლის ბოლომდე ზუგდიდში 60-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.
ასევე, წყალარინებისა და წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული გზების რეაბილიტაცია პარალელურად ხორციელდება.
მათი ინფორმაციით, 2013-2020 წლებში ზუგდიდში ჯამში 160 კმ გზა რეაბილიტირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები