მალხაზ თორია: ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 499 ნიმუშიდან ორი კორონავირუსზე დადებითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 499 ბიოლოგიური ნიმუშიდან ორ მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონში, სენაკის მუნიციპალიტეტში ბოლოს გამოვლენილ შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.
თორიას თქმით, ე.წ. საბერიოს კლასტერიდან დღეს ინფექციის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
“სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გვაქვს კოვიდინფიცირების ორი ახალი შემთხვევა. ორივე ქალბატონია, ერთი ფოთიდან მეორე კი სენაკის მუნიციპალიტეტიდან. ფოთის მაცხოვრებელი ქალი წარმოადგენს ე.წ. ბათუმის კლასტერს. სენაკის შემთხვევაში მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა, ინფიცირებული თბილისიდანაა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, სულ (პისიარ) ტესტი აღებულ იქნა 499 მოქალაქეზე, ჩატარებულია მათი კვლევა ორის გარდა ყველა პასუხი არის უარყოფითი. რუხის საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. რაც შეეხება ანაკლია განმუხურის საკარნტინო სივრცეს, კარანტინში 115 პირია მოთავსებული”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს, ამჟამად კარანტინს 115 მოქალაქე გადის.