თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
პროცესს პირადად გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი.
,,ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებისმატებასთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტისმერიამ დაიწყო მრავალსართულიანი ბინებისსადარბაზოების სადეზინფექციო საშუალებებითდამუშავება. ასევე, მიმდინარეობს იმ ტრანსპორტისდამუშავება, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბითმოძრაობს. უახლოეს დღეებში კი მოხდება ქუჩებისსადეზინფექციო საშუალებით მორეცხვა”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით თელავის ყველა ცენტრალური ქუჩა მოირეცხება.