ქუთაისში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა ახალი ინფიცირებული სკოლის კლასტერს უკავშირდება.
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ იმერეთის მასშტაბით, 1226 ნიმუში გამოიკვლიეს.