თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა უტარდება

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე რუსთავის სამხარეო პოლიციაში გარდაცვლილის კუთვნილ ავტომობილს ექსპერტიზა უტარდება. ექსპერტიზამ უნდა გამოიკვლიოს მანქანაში არსებული მწერების წარმომავლობა და ემთხვევა თუ არა გუშინ ალგეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ მწერებს.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის თქმით,  აღნიშნული ექსპერტიზა და მწერების წარმომავლობა საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია.

“მანქანის აღმოჩენის დღიდან ოჯახი გამოძიებას მიმართავდა, რომ მომხდარიყო ცხედარზე აღმოჩენილი მწერების უფრო დეტალურად კვლევა. ორი თვის შემდეგ დაინიშნა მწერებზე კვლევა ასევე არის თუ არა მანქანაში ბალახის ან რაიმე სახის ნარჩენები მანქანაში. გუშინ ვიყავით შემთხვევის ადგილზე, იქ ძალიან ძნელად მისადგომი ადგილია თამარის მანქანისთვის. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, როდესაც ნახეს თამარის მანქანა არ ჰქონდა არანაირი კვალი მინდორში ნასიარულების და მანქანა იყო მთლიანად გაწმენდილი”, – განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები