ლანჩხუთელ სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა ლანჩხუთში – დაინფიცირებული სკოლის მოსწავლეა, თუმცა როგორც ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჩიტაძე გვეუბნება, აღნიშნული მოსწავლე სკოლაში არ გამოცხადებულა.
“ცნობილი ბახვის შემთხვევების კონტაქტია ეს მოსწავლე, ერთ-ერთი ინფიცირებულის შვილიშვილია. იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და შესაბამისად სკოლაში არც გამოცხადებულა”, – განაცხადა ჩიტაძემ.

ლანჩხუთელი სკოლის მოსწავლის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია ამ საღამოს გახდა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები