თელავის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მრელაშვილი და საჯარო სოლების პედაგოგები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშულებენ.
ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მაჟორიტარ კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს მოუწოდებენ შეწყვიტონ ანონიმური ზარებით მასწავლებლების ჟანტაჟი და მუქარა.
პედაგოგები 2012 წელს ჩატარებულ თათბირს იხსენებენ, როდესაც ბოტკოველი კახეთის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა და თუ არჩევნებზე სასურველი შედეგი არ დადგებოდა, მასწავლებლებს ხერხემალში გადამტვრევით და სისხლის გუბეების დაყენებით ემუქრებოდა.
მუქარისა და შანტაჟის გაგრძელების შემთხვევაში, მასწავლებლები აცხადებენ, რომ სამართალდამცველ ორგანოებს მიმართვენ.