ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა მეღვინეობის დარგის დისკრედიტაცია

“ქართული ოცნების” თელავი- ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სააკაშვილი მევენახეების პრობლემებზე და ყურძნის დაბალ ფასზე საუბრობს. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიდოში, ხელისუფლება მევენახეობის და მეღვინეობის დისკრედიტაციით იყო დაკავებული, რაც მოქმედმა მთავრობამ რადიკალურად შეცვალა და სოფლის მეურნეობა, როგორც ეკონომიკის დარგი და განსაკუთრებით მევენახეობა მეტად განავითარა.
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოდის და სხვა პოლიტიკური ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელიც თავის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ძირითადად მევენახეობის და მეღვინეობის დარგის დისკრედიტაციით იყვნენ დაკავებული და საერთაშორისო ბაზრებიც დაგვაკარგინეს ამის გამო, დღესაც ისევ რაღაც აბსურდულ თემებზე ლაპარაკობენ. არადა ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა რეალიურად სოფლის მეურნეობის, როგორც ეკონომიკის დარგის და კონკრეტულად მევენახეობის განვითრება. ათასობით ჰექტარი ვენახი გაშენდა, თუ იმ პერიოდში 50 000 ტონა იყო ყურძენი, წელს 300 000 ტონა მმოსავალს ველოდებით. მკვეთრად არის გაზრდილი შემოსავალი მევენახეებისთვის. 12 000 000 -მდე შემოსავალი მიირეს კახეთში მევენახეებმა ამ წლების განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რთველის და ყურძნის ჩაბარების საკითხს გამოეხმაურა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრიც. ლევან დავითაშვილის თქმით, არც ერთი კოლოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება და რთველი მაღალ დონეზე, ორგანიზებულად ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები