ყვარელში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების, მოსაცდელების და ხალხმრავალი ადგილების დეზინფექცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ა(ა)იპ ყვარელსერვისის სამსახური უზრუნველყოფს.