ხობის მერიაში გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციის და ინდივიდუალური გამრიცხველიანება განიხილეს
ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ რეგიონალური ოფისის დირექტორს ვახტანგ ბერიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციის და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების საკითხები განიხილეს. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით სოფლებში ინდივიდუალური გამრიცხველიანება უახლოეს პერიოდში დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტის 13 სოფელში გაზსადენი ქსელის მშენებლობა დაასრულა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.