ვასილ ჩიგოგიძე ლანჩხუთში მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ქალაქ ლანჩხუთის სოფლების – გვიმბალაურისა და სუფსის მოსახლეობას შეხვდა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, გამოწვევები კვლავ რჩება. შეხვედრისას გამოიკვეთა, ძირითადად, წყალმომარაგებისა და შიდა გზების რეაბილიტაციის საკითხები, რომლის დროული მოგვარება ჩვენი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ვიქნები სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩართულნი და ლანჩხუთისთვის უამრავ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ. მინდა, უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას”, – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.
შეხვედრას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.