ალექსანდრე გეჯაძე: ის დაზიანებები, რომლებიც შაქარაშვილს აღენიშნებოდა, ვერ იქნებოდა მიღებული დაცემის და ვერც 20-25 მეტრის სიმაღლიდან ვარდნის შედეგად

“შეკითხვები, ძირითადად, კონცენტრირებული იყო დაზიანებების განვითარების შესაძლებლობებზე”, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც როგორც ბრალდების მხარის მოწმე, დაიკითხა.

გეჯაძის თქმით, ის დაზიანებები, რომლებიც გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს აღენიშნებოდა, ვერ იქნებოდა მიღებული დაცემის და ვერც 20-25 მეტრის სიმაღლიდან ვარდნის შედეგად.

“შეკითხვები, ძირითადად, კონცენტრირებული იყო დაზიანებების განვითარების შესაძლებლობებზე. მთლიანობაში დაზიანებებს, რაც აღენიშნებოდა, დაცემის შედეგად ვერ მიიღებდა, ვერ მიიღებდა ფერდობზე ჩაგორების რეჟიმში, ვერ მიიღებდა სიმაღლიდან ვარდნისას – 20-25 მეტრის სიმაღლიდან, ხიდიდან წყალში მოხვედრის პირობებში, დავუდასტურე პასუხები. ერთ-ერთი შეკითხვა იყო ის, რომ შეიძლებოდა თუ არა შაქარაშვილს დაზიანებები მიეღო მანქანასთან შეჯახების დროს, გავეცი პასუხი, რომ ეს გამორიცხული იყო. პასუხი გამომდინარეობდა დაზიანებებიდან, რადგან არცერთი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ყოფილა. დაზიანებების ხანდაზმულობა არის 10-დან 20 წუთამდე დროის ინტერვალით და ეს დადგენილია კვლევებით”, – განაცხადა გეჯაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები