ეკატერინე ტიკარაძე: აჭარაში გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე როგორც ტრანსპორტში, ასევე – დახურულ სივრცეში

“აჭარაში ინფიცირებულთა ინციდენტობა აღემატება 14 ნიშნულს, რაც აჭარაში ინფექციის გავრცელების პროცესს საყურადღებოს ხდის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარაში ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე მონიტორინგი და რეგულაციები მკაცრდება.

„მივიღეთ გადაწყეტილება, რომ აჭარაშიც გავატაროთ ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა სხვადასხვა რეგიონში, სადაც აფეთქების კერები იყო. იქნება უფრო მეტად გამკაცრებული მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე როგორც ტრანსპორტში, ასევე  – დახურულ სივრცეებში. ასევე, გადავამოწმებთ სატრანსპორტე ნაკადების მართვაზე პასუხისმგებელ სუბიექტებსა და კომპანიებს”, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები