ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ქართველმა და ბრიტანელმა სამხედროებმა კომბინირებული ოპერაცია ჩაატარეს

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში, ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ქართულ-ბრიტანული კომბინირებული ოპერაცია – ობიექტის დაპყრობა და წმენდა გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის ოცეული და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გურქების ლოჯისტიკური პოლკის ასეული მონაწილეობდა.

“სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული სამედიცინო საევაკუაციო ვერტმფრენი – „შავი ქორი“. სცენარის მიხედვით, კომბინირებული ოპერაცია ობიექტზე არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახებით დაიწყო. ობიექტზე, რომელიც მოწინააღმდეგის მხარეს ჰქონდა დაკავებული, ქართულ-ბრიტანული კომბინირებული ქვედანაყოფის მიერ გარღვევა განხორციელდა. ობიექტის დაპყრობისა და წმენდის ოპერაციის შესრულებისას ერთი სამხედრო დაიჭრა. მას ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება დაუყონებლივ აღმოუჩინეს და, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიზნით, ამერიკული „შავი ქორით“ საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები