სამცხე-ჯავახეთში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში – ახალქალაქში, ბორჯომსა და ასპინძაში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ასპინძის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში დეზინფექციის სამუშაოები მრავალბინიან კორპუსებს, სკოლების მიმდებარე ტერიტორიები საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცენტრალურ ქუჩებს, აგრალურ ბაზარს, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, სკვერებს და ღია სივრცეებში განხორციელდა.