ხობში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ადგილობრივები არიან დასაქმებული

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.ამის შესახებ “რეგიონულ კვირას’ მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 12 997 ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოებს, სადაც ოთხი ადგილობრივია დასაქმებული ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
ქაჯაიას განამრტებით, პროექტი მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა.
წელს, მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში, 784 ათასი ლარის ღირებულების 51 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები