ჭიათურაში ახალი სასწავლო პროცესი განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის 43-ვე საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო პროცესი განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჭიათურის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების თანახმად დაკისრებული სანიტარული და ჰიგიენური შემოწმება ასევე (ა)იპ ,,წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის “ჭიათურის მართლმადიდებლურმა სკოლამაც გაიარა.
წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 456 პირველკლასელმა შეაბიჯა სკოლაში. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს და პედაგოგებს.
“ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ მოსწავლეებს,პედაგოგებს,მშობლებს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაღებენ სკოლის კარს. სამწუხაროდ, უჩვეულო რეჟიმში მოუწიათ სკოლაში მისვლამ ,მაგრამ იმედია,ყველაფერი გაივლის, ქვეყანა გაუმკლავდება პანდემიას და ისევ ჩვეულ რიტმში გაგრძელდება სწავლა სკოლებში,უმაღლეს სასწავლებლებში და მიზანს,რომელსაც ეს ბავშვები ახლა, სკოლის კედლებში დასახავენ, აუცილებლად მიაღწევენ.
საქართველოს ხელისუფლებისთვის განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და იგი ყველაფერს აკეთებს ,რათა სასკოლო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყოს.
ამ მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის 25 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა: გარემონტდა გარე ფასადები , ინტერიერი, მოწესრიგდა სველი წერტილები. ჭიათურის ორ სოფელში- რგანსა და მეჩხეთურში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ახალი,თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს”,  – განაცხადა გივი მოდებაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები