ქუთაისში, “ენერგო-პრო ჯორჯიას” ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ქუთაისის სერვისცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სერვისცენტრის ინფორმაციით, თანამშრომლებს ვირუსი რამდენიმე დღის წინ აღმოაჩნდა.
“რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მომსახურების ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა. ის დაუყოვნებლივ იქნა მოთავსებული საავადმყოფოში. დაავადება მიმდინარეობს მსუბუქი, უსიმპტომო ფორმით.
ვირუსის დადასტურებისთანავე ჩატარდა მასთან შეხებაში მყოფი სხვა თანამშრომლების გამოკვლევა, რომლის შედეგადაც კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა ვირუსი. მასაც არ აქვს გამოვლენილი სიმპტომები, თუმცა მაინც მოთავსდა სტაციონარში.
ვირუსის პირველივე შემთხვევის გამოვლენისთანავე კომპანიის ოფისებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, სამუშაო პროცესი გადავიდა დისტანციურ რეჟიმში, დაცულია ჯანდაცვის სამსახურის და ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. კომპანია დისტანციურ რეჟიმში, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვით განაგრძობს მუშაობას “, – აცხადებენ სერვისცენტრში.
დაინფიცირების წყარო 32-ე საჯარო სკოლაა.
ამ დროისთვის, კოვიდინფიცირებულია 100-მდე ქუთაისელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები