გოგი წულაია მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით ქუთაისის ინფექციურში მოათავსეს
პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში იმყოფება. მისი მკურნალი ექიმის თქმით, წულაიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას ოპერაცია ჩაუტარდება.
“დილით შემოიყვანეს მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით, ეს არის რიგით მესამე შემთხვევა, ორჯერ გაკეთებული აქვს ოპერაცია. იმყოფება გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ამჟამად მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური, უტარდება სათანადო მკურნალობა, ჩაუტარდა კორონაროგრაფია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას ესაჭიროება შუნტირების ოპერაცია. შედგება კონსილიუმი და გადავწყვეტთ, როდის ჩაუტარდება”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.