კახეთში კორონავირუსის 4 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, 4 ახალი შემთხვევიდან 2 მატანის და ლაგოდეხის კლასტერთანაა დაკავშირებული, დანარჩენი 2 კი ქალაქ სიღნაღში, გეგმური ტესტირების შედეგად დადასტურდა.
„ამ დროის მონაცემებით, 24 შემთხვევას, 4 ახალი შემთხვევა დაემატა. 1 შემთხვევა დაკავშირებულია მატანის კლასტერთან, პაციენტი გორის ქორწილთან დაკავშირებული პირია, მეორე გახლავთ ლაგოდეხში დაფიქსირებული შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია აჭარაში მოგზაურობის ისტორიასტან, დანარჩენი 2 შემთხვავა კი სიღნაღში, გეგმიური ტესტირების შედეგად გამოვლინდა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, 4 ახალი შემთხევევიდა, ორი უსიმპტომო პაციენტია, ორს კი რამდენიმე დღის წინ, გრიპისთვის დამახასიათებელი მსუბუქი ნიშნები აღენიშნებოდათ.
კოვიდ 19-ის ახალ შემთხვევებზე ამ წუთებში ეპიდკვლევა მიმდინარეობს, რაც შეეხება კონტაქტირებული პირებს, ზუსტი ინფორმაცია საღამოს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები