ქვემო ქართლის მხარეში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქვემო ქართლის რეგიონში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მხარის სახელმწიფო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები საჯარო დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების მასშტაბით არსებულ ხალხმრავალ ადგილებში, რეკრეაციულ სივრცეებში, სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე, საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა აუცილებელ ლოკაციებზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები