ლანჩხუთში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყო. ამის შესახებ „რეგიონალურ კვირას“ ლანჩხუთის მერიიდან აცნობეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლების მიერ, ქალაქის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებზე დამუშავდა ბანკის, საჯარო სკოლების, აფთიაქების, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების, კვების ობიექტებისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები.
სპეციალისტების მიერ განსაკუთრების ის ადგილები დამუშავდა, სადაც მოსახლეობას ყველაზე ხშირად უწევს გადაადგილება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანრე სარიშვილმა განაცხადა, სადეზინფექციო სამუშაოები მომავალში ქალაქის სხვადასხვა უბნებში ჩატარდება

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები