შიდა ქართლში კორონავირუსით დაინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შიდა ქართლში კორონავირუსით დაინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დაინფიცირებული პირები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში დადასტურებული კოვიდინფიცირებულების კონტაქტებიდანაა.
“კოვიდ19-ის სამი ახალი შემთხვევა გორის მინიციპალიტეტში. კორონავირუსი ქიწნისში მცხოვრებ ორ პირს დაუდასტურდა, ორივე მათგანი გორში გამართილი ქორწილში მყოფთა კონტაქტია. ერთი დადასტურებული შრმთხვევა კი გორის ცხელების ცენტრში მყოფ პირს უკავშირდება. ამ დროისთვიდ
აგრძელებენ ეპიდემიოლოგები სოფელ ქიწნისში მუშაობას”,- განაცხადა ქორჩაშვილმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის შიდა ქართლის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორაშია 89 სატესტო ნიმუშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხებიც დღის განმავლობაში იქნება ცნობილი