ქუთაისში კორონავირუსის 8 შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან ყველა 32-ე სკოლას უკავშირდება. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, გუშინ 1400-მდე ნიმუში აიღეს.
“ბილო 24 საათის განმავლობაში 1400-მდე ლაბორატორიული ნიმუში იქნა აღებული, მათდგან 8 დადასტურდა. რვავე შემთხვევა იდენტიფიცირებულია. ამ ეტაპზე, ქალაქში მოწყობილი კარვის საჭიროება აღარ არსებობს და დღის ბოლომდე ავიღებთ. მოქალაქეებს ტესტირება ე.წ. ცხელების ცენტრში შეეძლებათ “,- განაცხადა შალამბერიძემ.
ამ ეტაპზე, ქუთაისის ცენტში განთავსებულ კარავში 70 ნიმუშია აღებული და მათი პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, ქუთაისში გასული ხუთი დღის განმავლობაში ასამდე შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე, ქუთაისის ცენტში განთავსებულ კარავში 70 ნიმუშია აღებული და მათი პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, ქუთაისში გასული ხუთი დღის განმავლობაში ასამდე შემთხვევა გამოვლინდა.