ნონა ეფაძე: შემთხვევათა მატება მოსალოდნელია, თუმცა ყველა კერაში ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ხორციელდება

ბათუმში დღეს გამოვლენილ 144 კოვიდინფიცირებულს შორის არის 9 ორსული, 15-მდე არასრულწლოვანი და რამდენიმე მედიკოსი. როგორც აჭრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, ყველა შემთხვევის კონტაქტიში მყოფი პირის მოძიება მიმდინარეობს.
ნონა ეფაძის თქმით, შემთხვევათა მატება მოსალოდნელია, თუმცა კორონავირუსის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება. პაციენტებს ამ დროისთვის 6 სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობენ.
,,ჩვენი მთავარი მიზანია თითოეული შემთხვევის ლოკალიზება მოხდეს, ამისთვის ყველა ღონისძიებები ხორციელდება. ინფიცირებულებს შორის არიან სამედიცინო პერსონალი, მათი კონტაქტების მოძიება ხორციელდება, გვყავს 15-მდე არასრულწლოვანი და ორსულებიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა. რაც შეეხება მოხუცებულთა თავშესაფარს, მანდ დამატებითი კვლევა ჩატარდა. დაწესებულება იმყოფება იზოლაციაში, კონტაქტში მყოფი პირები გადიან ტესტირებას, ნაწილი კი საკარანტინე ზონაში იმყოფება. ჯანდაცვის სისტემა მუშაობს გამართულად, დღესდღეობით ყველაფერი მართვადია, 6 კლინიკაა ჩართული პაციენტების მიღებაში, გვაქვს დამატებითი საწოლებიც“-განაცხადა ნონა ეფაძემ
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 144 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები