ფოთის მუნიციპალური ტრანსპორტი სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისმიზნით, ფოთის მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით ამუშავებენ ავტობუსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება უსაფრთხო იყოს მგზავრებისთვის.
 „მაქსიმალურად ვცდილობთ, მივიღოთ უსაფრთხოების ყველ ზომა და შეძლებისდაგვარად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით და ლოკაციებზე. მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ერთმანეთს. ის, რომ დღეს საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოში ერთერთი მოწინავე ქვეყანაა, რა თქმა უნდა, საზოგადოების ძალიან დიდი დამსახურებაა. იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს ყველა მოთხოვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული”, –განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება. დეზინფექცია ჩაუტარდება მრავალბინიან კორპუსებს, აგრარულ ბაზარს, საბავშვო და ბაგაბაღებს, დახურულ და ღია სივრცეებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები