ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინტერნეტიზაციის პროცესი გრძელდება
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალციხეში ინტერნეტიზაციის პროცესი დასრულლდა. სოფელ ჯუთაში კი სამუშაოები მიმდინარეობს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით კომპანია „სქაიტელი“-ს დაფარვის ზონას სოფელი ახალციხე უკვე რამდენიმე თვეა დაემატა, ხოლო სოფელ ჯუთაში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ პროექტის დასრულების შემდეგ ინტერნეტით დაფარული იქნება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფა აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე სოფლებში ინტერნეტის არსებობა კიდევ უფორ მნიშვნელოვანი გახდა და ეტაპობრივად სრულ მუნიციპალიტეტს მოიცავს.
ყაზბეგის მერია მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის “მთის კურორტების განვითრების კომპანია”-სა და კომპანია “სქაიტელს”,- ნათქვამია განცხადებაში.