საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატმა დღეს თელავის მუნიციპალიეტის სოფლები, ჯუღაანი და სანიორე მოინახულა.
აღნიშნული სოფლების მოსახლეობისგან ქადაგიშვილმა პრიორიტეტული საკითხები, გამოწვევები მოისმინა. ადგილობრივები რთველის მიმდინარეობის პროცესს და ყურძნის ჩაბარების საკითხსაც შეეხნენ და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.
ასევე შეხვედრაზე ადგილობრივებმა ძირითად საკითხად სასმელი წყლის პრობლემა დაასახელეს.
სანიორეს სკოლის პედაგოგებმბა კი, პრობლემად დაასახელეს საჯარო სკოლა, რომლისთვისაც იურიდიული სტატუსის მინიჭება უკვე დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს.
ამ და სხვა მნიშვნელოვან სოფლებში მოსაგვარებელ საკითხებზე გადაჭრის გზებზეც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა.
“ორივე ძველი ისტორიული და ტრადიციების მქონე სოფელია. ისევე, როგორც ყველა სხვა სოფელში, აქაც მუდმივად ვაგრძელებთ საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. კონკრეტულად სანიორეს შემთხვევაში, პედაგოგები და მოსახლეობა ითხოვს, რომ საშუალო სკოლას, რომელიც კარგ შენობაშია განთავსებული, მოსწავლეთა რაოდენობაც საკმაოდ ბევრია დაუბრუნდეს დამოუკიდებელი სკოლის სტატუსი.
ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად გავივლით ამ საკითხს, გავიგებთ თუ რა საკითხების გადაწყვეტაა საჭირო იმისთვის, რომ პედაგოგების ეს თხოვნა იყოს რეალიზებული”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.