რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობენ
„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობენ.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ბათუმის აგრარულ ბაზარსა და სავაჭრო ცენტ „დი-ენ-შოპ“-ში შედგა. მაჟორიტარობის კანდიდატები, ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოვაჭრეებს შეხვდნენ.
ბაზრის ტერიტორიაზე დასაქმებულ მოვაჭრეებთან გამართულ შეხვედრაზე, საარჩევნო კანდიდატებმა საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარადგინეს, ისაუბრეს ბოლო წლებში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე და ამომრჩეველთა პრობლემები მოისმინეს. მაჟორიტარობის კანდიდატების თქმით, შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.