ბოტანიკურ ბაღში ზუგდიდის განაშენიანების გენერალური გეგმა განიხილეს

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ქალაქ ზუგდიდის განაშენიანების გენერალური გეგმის მესამე ეტაპის საჯარო განხილვა გაიმართა.
ქალაქის გენგეგმა „არტსტუდიო პროექტმა“ შეადგინა, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
პროექტის ავტორების თქმით, იგი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, როგრიცაა – ახალი ზონირება; ხიდების მშენებლობა; ველოტრასის განსაზღვრა; საპარკინგე ადგილების გამოყოფა; ქალაქის საზღვრების დადგენა; მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის შესაბამისი ნორმატივების დადგენა; სამშენებლოდ გამოსაყენებელი მინიმალური მიწის ნაკვეთის განსაზღვრა; მუნიციპალიტეტის ერთეულებს შორის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძების შემუშავება; ქალაქის დეცენტრალიზაცია; სანაპირო ზოლის განვითარება; საჰაერო სადენების მიწისქვეშ გადატანა და საკოლმეურნეო ბაზრის გადატანა.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონის პირველი პირები, არქიტექტორები, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები