ლევან ნიკოლეიშვილი: ზუგდიდში “ამხელა” ოპოზიციურმა პარტიამ ვერავინ გამონახა, ბელადის დედის გარდა?
„ავადმყოფური ქცევის უმაღლესი გამოვლინებაა ნაცკლასტერის მიერ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ბელადის დედის დასახელება!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს. ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზუგდიდში პარტიის კანდიდატი, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დედა – გიული ალასანია იქნება, გამოეხმაურა.
ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, სააკაშვილს მხოლოდ პირადი ამბიციები ამოძრავებს.
„ხომ ფაქტია, რომ ძალაუფლების დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი სააკაშვილის ყველა ნაბიჯი პირად ამბიციებზეა მიმართული. აბა მითხარით, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ ზუგდიდში “ამხელა” ოპოზიციურმა პარტიამ ვერავინ გამონახა ბელადის დედის გარდა? ადრე ცოლი წარადგინა. გახსოვთ, ალბათ, დამარცხებული სანდრა რულოვს-სააკაშვილი სწორედ ზუგდიდიდან როგორ გვაშინებდა ხმლითა და საყოველთაო არეულობით. ახლა, როგორც ჩანს, ბელადის ავადმყოფურ და ავანტურისტულ-მავნებულ ტვინში ახალი იდეები მომწიფდა და საარჩევნოდ ბრძოლის ველზე ზუგდიდში სარდლად საკუთარი დედა – გიული ალასანია გამოიყვანა…ეჰ, მავნებლებო, როგორ იმტვრევთ კიდევ ერთხელ კისერს: არაფერი გამოვა ამ საქმიდან, გარდა კიდევ ერთი შერცხვენისა და დამარცხებისა… რატომ? მარტივად – ქართველი ხალხი, განსაკუთრებით კი ზუგდიდელები, უკვე ძალიან კარგად გიცნობენ !“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.