მარტვილის მერიაში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები დაიგეგმა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ სამსახურისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე ის სადეზინფექციო ღონისძიებები გაიწერა, რომლებიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით ერთობლივად უნდა გატარდეს.
მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების მიმდინარეობის პარალელურად, მარტვილის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია ჩაუტარდება მრავალბინიან კორპუსებს, საბავშვო ბაღებს, ბაზარს, ა(ა)იპებს, ადმინისტრაციულ შენობებს და ღია სივრცეებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები