„რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში 48 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

15 სექტემბრის მონაცემებით „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 48 ათას ტონაზე მეტი ყურძენი: 36 ათასი ტონა რქაწითელი, ცხრა ათასი ტონა საფერავი, 1.3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყურძნის გადამუშავების დღე-ღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონაა, ეს იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. სავარაუდო პროგნოზით ყურძნის რაოდენობა 300 ათასი ტონა იქნება.

წელს პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „რქაწითელისა” და „კახური მწვანის” ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდირებას კი მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც, შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. შესყიდულ ერთ კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 0.80 ლარს გადაუხდის. ერთი კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: ერთ კგ რქაწითელზე და ერთ კგ კახურ მწვანეზე – 0.30 ლარი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები