“მთავარი არხი” დეზინფორმაციას ავრცელებს” – “ქართული ოცნების” მცხეთა-მთიანეთის ორგანიზაცია

“ქართული ოცნების” მცხეთა-მთიანეთის ორგანიზაცია “მთავარი არხის” ეთერში გასულ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თანიაანთკარი, ყვავილი და მეზვრიაანთკარში ბუნებრივი მილების დაკარგვის შესახებ სპეციალური განცხადებით პასუხობს. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებაში გასული ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციას წარმოადგენს.

“მთავარის” მთავარი ტყუილი. “ნაციონალურ მოძრაობასთან“  დაახლოებულმა პარტიულმა ტელევიზიამ საინფორმაციო გამოშვებაში მორიგი ტყუილი გაავრცელა. ტელეკომპანიამ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თანიაანთკარი, ყვავილი და მეზვრიაანთკარში ბუნებრივი მილების დაკარგვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს და ეს მილები ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტით იმისთვის შეიძინა, რომ ამ სამი სოფლისთვის გაზი უნდა მიეწოდებინა, უფრო მეტიც ჟურნალისტმა და რესპონდენტმა ჩართვის დროს თქვა, რომ მილები მოულოდნელად სოფლიდან გაქრა და ის სავარაუდოდ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა პირმა, ოცნების კოორდინატორმა მოიპარა, რაზეც ადგილობრივი ხელისუფლება დუმს.
გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან სოფელი  ყვავილი 2020 წელს გაზიფიცირდა, ხოლო თანიაანთკარი და მეზვრიაანთკარი 2017 წელს. მეზვრიაანთკარში და თანიაანთკარში სულ 124 აბონენტია.  ბუნებრივ აირს მოსახლეობა უკვე წლებია მოიხმარს, ხოლო ყვავილში მილების დაქსელვა დასრულებულია და ახლა მოსახლეობის სურვილზეა დამოკიდებული ბუნებივი აირის სახლებში შეყვანა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ტყუილს, თითქოს მილები დუშეთის მერიამ ცოტა ხნის წინ, ბიუჯეტის სახსრებით შეიძინა. აღნიშნული მილები კერძო საკუთრებაა და 2007 წელს დასაწყობდა სოფლებში, ხოლო მიმდინარე წლის 13 და 17 აგვისტოს კომპანია სოკარმა საკუთრებაში მყოფი მილები აიღო და საკუთარ ტერიტორიაზე დაასაწყობა.შესაბამისად, მილები არ არის სახელმწიფო ბიუჯეტით ნაყიდი და არც ზემოთ აღნიშნული  სოფლებისთვის იყო განკუთვნილი.
რაც შეეხება პირს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტმა ტელეკომპანიამ იდენტიფიცირების გარეშე ალაპარაკა, იგი “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი და დაინტერესებული პირია”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები